geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიულ ფაკულტეტზე 2026-2027 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2026-2027 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. 

სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. 

შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება კონფერენციისთვის - საბოლოო ვერსიაში“, ხოლო, მეორე კი, „ნაშრომის პლაგიატზე შემოწმება მაგისტრატურისთვის - საბოლოო ვერსიაში“.

 

კონფერენციის ჩატარება იგეგმება დეკემბრის პერიოდში.

 

დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური

საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge

 

 

 

 

 

თარიღი: 28/09/2026